ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართული ბ. წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ღვთაება ბარბალეს ატრიბუტს წარმოადგენს წრიული საგნები და სხვა სოლარული ემბლემები. მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების, დედური ძალების მფარველ ქალ-ღვთაებად. ბარბარობა ითვლებოდა ზამთრის მზებუდობის დღეობად. მასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალი, ლოცვავედრება: რძის ფაფა, ხაჭაპურები, ლობიოს და ნიგვზის გულიანი ჯვარდასმული ტაბლები. ე. წ. საბარბალო ტაბლები და სხვ. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3