მცირე ზომის ლამაზი გარეული ფრინველი ქათმების ოჯახისა; აქვს მეტად გემრიელი ხორცი. იყო გავრცელებული მდ. ივრისა და ალაზნის ხეობებში. ამჟამად აკლიმატიზაციის შედეგად დურაჯი მცირე რაოდენობით გვხვდება საგარეჯოს რაიონში, ივრის ნაპირებზე. ბინადრობს არხების, ტბების, მდინარის პირას ხშირ ლელქაშში, ლერწამსა და მაყვლიანში. დ.-ზე ნადირობა აკრძალულია.
- „დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებულა“ (გ. ლეონ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3