ისტორიულად ძვ. ებრაელებიდან მომდინარე ხალხის საერთო ეთნიკური სახელი. იგივე ურიები, რაც უნდა მომდინარეობდეს მოსეს თანმხლები ებრაელის სახელიდან ური (ნათელი, სინათლე), რომელიც უფალმა აღავსო სიბრძნით, რომ გაეკეთებინა კარავი და მოწმობის კიდობანი. სახლობენ სხვადასხვა ქვეყანაში. მორწმუნე მ. მისდევენ იუდაიზმს. ძვ. წ. I ათასწლ. ებრაული სახელმწიფოები იყო ისრაელის სამეფო და იუდეველთა სამეფო. პირველი დაიპყრო ასურეთმა ძვ. წ. 722 წ. მეორე კი ბაბილონმა ძვ. წ. 586 წ. ამ დაპყრობებმა განაპირობა ე.-თა განსახლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ე. უძველესი დროიდან, უმთავრესად დაბებსა და ქალაქებში, ხელოსნობისა და სააღებმიცემო ცენტრებში ცხოვრობენ. ძვ. ქართ. საისტორიო მწერლობა მე.-ის მოსვლის პირველ ტალღას ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს (ძვ. წ. VI ს.. ქართლის მოქცევის ქრონიკის მიხედვით კი მ.-ის მოსვლას მცხეთაში სპეციალისტები ძვ. წ. 169 წლით ათარიღებენ. უეჭველია, რომ ელინისტურ ხანაში ქართლის ქალაქებში (მცხეთა ურბნისი) უკვე არსებობდა „უბანი ჰურიათა.“ ამ უბნებში ცხოვრობდნენ ებრაელების ეთნიკურ-რელიგიური თემები, რომლებსაც თავისი საკულტო ცენტრები „ბაგინი ჰურიათა“ (სინაგოგა) ჰქონდათ. სწორედ ასეთი ბაგინის მსახური და იუდაიზმის მიმდევარი ყოფილა ქრისტიანად მოქცევამდე წმ. ნინოს ცხოვრებაში მოხსენიებული აბიათარ მღვდელი. ამ თემების ცხოვრების კვალი ქართულში აღმოჩენილ ძვ. ებრაულ ეპიგრაფიკულ ძეგლებშიც ასახულა. ისტორიულად ქართველი ე.-ის სოც.-ეკონ. და უფლებრივი მდგომარეობა ისეთივე იყო, როგორც ქართველი მოსახლეობისა. აქ მათ არასოდეს განუცდიათ ეროვნული და სარწმუნოებრივი დევნა, ანტისემიტიზმის გამოვლინებანი. 1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო. (იგივე ურიები, რაც უნდა მომდინარეობდეს მოსეს თანმხლები ებრაელის სახელიდან ური (ნათელი, სინათლე), რომელიც უფალმა აღავსო სიბრძნით, რომ გაეკეთებინა სადღესასწაულო კარავი და მოწმობის კიდობანი.
- „მაშინ ნაბუქოდონოსორის მეფემან აოტნა ურიანი და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდნენ ქართლსა ზედა“ (დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3