ძველ საბერძნეთში: თანამდებობა ქურუმთა წოდებაში. 2. სახელმწიფოში მაღალი წოდების იერარქი, რომელიც მართავს ადმინისტრაციულ ეთნიკურად განსხვავებულ დიდ საეკლესიო ეპარქიას. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას 1811 წ. მოჰყვა საქართველოს საეგზარხოსოს დაარსება. ეგზარხოსის თანამდებობა გაუქმდა 1917 წელს, როცა ქართველმა სამღვდელოებამ აღადგინა ავტოკეფალია.
- „მოკლულ ჩუდეცკის დაკრძალვის დღეს, სამგლოვიარო სიტყვით გამოსვლისას, ეგზარქოსმა პავლემ დასწყევლა არა მარტო მკვლელი, არამედ სრულიად ქართველი ერი“ („წიგნი მოწამეთა“– ლ. სანიკიძე, სტ. დიმიტრი ყიფიანი“).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3