ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაჩ ბაც ბახ ბაჯ

ბარბარიზმი

  1. ბერძნ.
    (ანდ. ჭილაია) ნაციონალურ ენაში უცხო სიტყვების უადგილო ხმარება, მშობლიური ენისათვის შეუსაბამო, საჭიროების გარეშე უცხო სიტყვების შემოტანა. ბ.-ის გამოყენების სხვადასხვა მომენტი აღინიშნება: 1. როცა მწერალი ხმარობს ისეთ სიტყვებს, რომელთა შესატყვისი არაა მშობლიურ ენაში. მაგ. კალოში, პალტო, კოსტუმი, სამოვარი და სხვა;
  2. როცა მწერალი იყენებს ინტერნაციონალურ საერთაშრისო ხმარების სიტყვებს. მაგ. სოციალიზმი, რადიო, ექსპერტი, ელექტრონი.
  3. როცა დაცინვის მიზნით ხმარობს ამა თუ იმ უცხო სიტყვას; ამ ნიადაგზე ბ. იუმორისტული ინტონაციის მატარებელია.
     
    რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით? НА ПЛЕЧО ბა გვასწავლეთო, მთავრობას ვეხვეწებოდით.“ ; შემაწუხე ამდენ კითხვით, პოჟალუსტა, დამეხსენი.“ ილიას მიერ გამოყენებული ბ. დაცინვაა, მხილებაა. ასევე დამცინავი ხასიათისაა აკაკის „აპელაციის მცოდნე“ „ლეკური ეზიზღება, მოსწონს ტანციმანცია.“ უცხო სიტყვის ხმარება აუცილებელიც არის ზოგჯერ, თუ ენაში არ მოიპოვება შესაბამისი სიტყვა, მაგრამ ყოვლად შეუწყნარებელია, როცა მწერალი ხმარობს უადგილოდ ბ.-ს. ბ. დასაშვებია ლიტერატურაში, როცა ის იხმარება გმირის დასახასიათებლად, საერთო. კოლორიტის დასაცავად (გ. ერისთავის „გაყრა“). აღსანიშნავია ის ფაქტიც. რომ ქართული ენის სიტყვათა მარაგში ბევრია უცხო წარმოშობის სიტყვა, მაგრამ იგი გაქართულებულია. მაგ. უნივერსიტეტი, პროფესორი, რომანი, ლირიკა და მრავალი სხვა. არც ერთი ენობრივი კოლექტივი არ არის დარღვეული უცხო ენის ელემენტების გამოყენებისაგან, მით უმეტეს, როცა ახალი საგანი ან მოვლენა ჩნდება. ამიტომ როცა უცხო სიტყვა საქიროების მიხედვით არის ნახმარი, ის ბარბარიზმი არ არის და კი არ ვნებს, არამედ ამდიდრებს, ამრავალფეროვნებს ნაციონალურ ენას.
    წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9