ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჩ ეჯ
ეგე ეგზ ეგნ ეგო ეგრ

ეგოცენტრიზმი

ფილოსოფიური და ეთიკური პრინციპი, რომლის მიხედვით ინდივიდუმი, „მე“ არის სამყაროს ცენტრი. ფილოსოფიაში ე.-ს მივყავართ სუბიექტურ იდეალიზმამდე, რომლის წარმომადგენლები ან უარყოფენ ობიექტურ სამყაროს, ან იგი მიაჩნიათ სუბიექტის აქტივობის შედეგად. ეთიკაში ე. უკიდურესი ეგოიზმისა და ინდივიდუალიზმის გავლენის ფორმაა. ეგოცენტრიზმის პრინციპები ფართოდ აისახა ა. შოპენჰაუერისა და ფ. ნიცშეს მოძღვრებაში. შოპენჰაუერი პიროვნების ნების აბსოლუტურ შეუზღუდველობას მოითხოვდა, რამაც განსაზღვრა ძლიერი პიროვნების ნიცშესეუული კულტი და რასაც დაეფუძნა ფაშიზმის იდეოლოგია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9