ებრ. ადამაჰ – წითელი მიწა იუდაისტურ და ქრისტიანულ მითოლოგიაში ადამიანთა მოდგმის წინაპარი. ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა სამყაროს შექმნა დაასრულა იმით, რომ ა. შექმნა თისისაგან „ხატისაებრ თვისა“, სიცოცხლის სული შთაბერა და საბრძანებლად დაუმკვიდრა დედამიწა და ყოველი სულიერი. ბ.-ის მითი ყურანშიც აისახა, ამიტოე ა. მუსლიმანებისათვისაც ადამიანთა წინაპარია. ა.-ის სახელთან დაკავშირებულია მრავალი ლეგენდა და თქმულება, რაც აბოკრიფულ და ბიბლიის შემდგომ იუდაისტურ ლიტერატურაში გვხვდება. ა.-გან წარმოსდგება ქართული სიტყვა „ადამიანი – აბ.-ის ჩამომავალი
- „მას აქეთ, რაკი ევამ ადამი შეაცდინა, ნაბრ-ძანებია ღვთისაგან, რომ ჩვენის ოფლით პური უნდა ვქამოთ.“ („კაცია-ადამიანი?!“– ი. ჭავჭ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3