ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჩ ეჯ
ევა ევო ევრ ევს ევფ ევქ

ევა

ძვ.
ებრ. ხავა სიცოცხლე
იუდაისტურ, ქრისტიანულ და შემდგომ მუსლიმანური მითოლოგიის მიხედვით, ადამიანთა მოდგმის წინაპრის ადამის ცოლი, პირველი ქალი და „ყველა სულიერის დედა.“ ძველი აღთქმის მიხედვით,„ ღმერთმა ე. შექმნა ადამის ნეკნიდან და ადამთან ერთად ედემში დაასახლა. აქ ე. გველმა შეაცდინა და აკრძალული ხის „ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“ ნაყოფი იგემა და ადამსაც შეაჭამა. განრისხებულმა ღმერთმა ადამი და მ. სამოთხიდან განდევნა და სამუდამოდ დასწყევლა ადამიანთა მოდგმა. ე.-ს სახელთან დაკავშირებულია მრავალი ლეგენდა და თქმულება, რაც აპოკრიფულ და ბიბლიის შემდგომ იუდაისტურ ლიტერატურაში გვხვდება.
 
„მას აქეთ, რაკი ევამ ადამი შეაცდინა, ნაბრძანებია ღვთისაგან, რომ ჩვენის ოფლით პური უნდა ვჭამოთ“ („კაცია-ადამიანი?!“ ა. ჭავჭ.).
იხ. აგრეთვე: ადამი
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9