ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჩ ეჯ
ევა ევო ევრ ევს ევფ ევქ

ევსტათი მცხეთელი

ქრისტიანობისათვის წამებული სპარსელი VI ს. საქართველოში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილია „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში.“ თხზულება ასახავს სპარსელი ქრისტიანი ჭაბუკის წამების ამბავს. შეთხზულია უცნობი ქართველი მწერლის მიერ. თხზულების ავტორი მოწამის თანამედროვეა. იგი განსწავლული მწერალი ჩანს, კარგად იცნობს მოწამეთა აქტებს და ანტიმაზდეანურ პოლემიკურ ლიტერატურას. სპარსელი მოგვის შვილი, ქრისტიანთა თანამგრძნობი გვირობანდაკი გამოქცევია სპარსეთში ატეხილ ქრისტიანთა დევნას და 541 წ. ქ. განძაკიღან ქართლში (მცხეთაში) ჩამოსულა. მონათვლის შემდეგ ეწოდა ევსტათი. სპარსელებმა დაასმინეს არაერთხელ, მარზაპანმა ვეჟან ბუზმირმა მას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. ე. მოთხოვნა უარყო და დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე. ქრისტიანობის ერთგულებისათვის მას თავი მოჰკვეთეს 550 წელს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9