მცირე სამლოცველო სახლი; კერძოდ, კარის სამლოცველო; ეკლესიაზე მინაშენი ან მახლობლად ცალკე აგებული მცირე ეკლესია სამწირველო. შუა საუკ. საქართველოში ეკლესიებზე მიშენებული ე.-ბი უმთავრესად დიდ ფეოდალთა კერძო სამწირველო-ეკლესიები და იმავე დროს ამ ფეოდალთა საგვარეულო სასაფლაო იყო. XV ს.-დან მ.-ს ეწოდება აგრეთვე „საწინამძღვრო.“
- „ძველი მასალა მხოლოდ ეკვდერებს უნდა მოხმარდეს“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.). ეკლესია (ბიბლ. ენც).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3