ბიბლიის ერთერთი წიგნი სავარაუდოდ ნიშნავს „შესაკრებელში მქადაგებელს.“ ავტორად ტრადიციულად სოლომონ მეფე მიიჩნევა, მაგრამ წიგნი შექმნილია ბევრად უფრო გვიან, დაახლ. ძვ. წ. III ს.-ში. შედგება 12 თავისაგან. სენტენციებისა და აფორიზმების კრებული „სიბრძნის ლიტერატურის“ ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. ავტორის აზრით, ცხოვრება ამაო და წარმავალია, ამაოა სიმდიდრე, შრომა, შვება, ბრძენსაც და უგუნურსაც სიკვდილი ელის. ავტორი თავის სკეფსისით გამსჭვალულ სენტენციებში ქადაგებს ამქვეყნიური წარმავალი ცხოვრებით დატკბობას. ე. ქართულად ნათარგმნია,ოშკის ბიბლიაში“ (978 წ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3