მუსიკალური საკრავის თანდაყოლებით შესრულებული სამგლოვიარო მოთქმა, სამგლოვიარო სიმღერა ძველ საბერძნეთში. ელეგია ანტიკურ პოეზიაში გაფორმდა, როგორც წუხილის გამომხატველი ლირიკული ნაწარმოების სახეობა. ეს წუხილი შეიძლება იყოს: ა) პირადული; ბ) საზოგადოებრივი; ამიტომ ელეგიაც მრავალგვარია: ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკური, პატრიოტული, სატრფიალო, საგმირო და სხვა. ილ. ჭავჭავაძის ლექსი „ელეგია“ პატრიოტული სახეობისაა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3