ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჩ ეჯ
ელა ელე ელი ელჩ

ელია

მითოლ.
ქართული წარმართული ღვთაება, წვიმა-სეტყვის და ჭექაქუხილის განმგებელი. ხალხური წარმოდგენით, იგი ცაზე ეტლით დასრიალებს, ბრმა არის და ზოგჯერ უადგილო ადგილას დაუშენს სეტყვას. ამიტომ სეტყვის ღრუბელი რომ გამოჩნდებოდა, თოფის სროლასა და ზარების რეკვას ატეხდნენ: ელია გაიგონებს, მიხვდება, აქ სოფელია და გაგვეცლებაო. ქრისტიანობამ ვერ შეძლო მ.-ს კულტის მოსპობა; მხოლოდ ზოგიერთი ქრისტიანული ელემენტი შესძინა მას. ხალხმა წარმართული ღვთაება დაუკავშირა ცად ამაღლებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველ ელიას (წმ. ელია), აგრეთვე წვიმისა და ჭექა-ქუხილის განმგებელს, რომლის ხალენი (ტყავის მოსასხამი) ლეგენდის მიხედვით. უფლის კვართთან ერთად საქართველოში ჩამოუტანიათ. ზოგის წარმოდგენით ელია ეშმაკეულია და როგორც ბრმა ღა სასტიკი ძალა, სეტყვით ანადგურებს ყანებს, ებრძვის ხატებს და ანგელოზებს, მეხს უშენს მათ დასაბრძანებელ“ მაღალ ხეებს. ამ ღვთაების დღესასწაული ელიაობა იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (ქობულეთის რაიონში მდებარეობს ელიას ციხე).
 
„ტაროებს ვინც არ დაამტვრიოს, ელიას მადლი გაუწყრეს“ („ყაყიტუს ქურდი“ ს. მგალ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9