რომაელთა ელიზიუმი, „ინ ზულე ფორტუნა ატორუმ“ იგივეა, რაც ელისეს მინდვრები მიცვალებულთა სამკვიდრო, ნეტარი სამეფო, საიქიოს ის ნაწილი, სადღაც მარადიული გაზაფხულია და ღირსეული ადამიანების სულები ხვდებიან. მდებარეობდა შორეული დასავლეთის კუნძულებზე, ოკეანის მიღმა, უდაბნოს იქით. მოსამართლე განსჯის, ვინაა იქ მოხვედრის ღირსი. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, იქ იმყოფებიან: ორფეოსი, აქილევსი, ზევსთან შერიგებული ტიტანები, კეთილი გმირები. საამო სიო ქრის იქ წლიდან წლამდე და სამჯერ იღებენ მოსავალს, უზრუნველად ცხოვრობენ და დარდი არ იციან. დაახლოებით იგივეა რაც ქრისტიანული ელიზიუმი ესაა, ბედნიერი მხარე, სად მდინარებენ მშვიდად კაცის უნაღვლო დღენი,/არ იცის თაესხმა, ქარბუქი ღა სამოთხე. ზამთრის სიცივე;/სადაც საამო ზეფირის ხმა გაისმის ოდენ,/სადაც უგზავნის ოკეანე ნეტართა სულებს (ოდ. 4, 565-1); ნეტართა კუნძულები. ქართული ელიზიუმი მთაწმინდის პანთეონი.
- „და მოძრაობდა ღამის მნათობთა აღელვებული ელიზიუმი“ („აკაკის ლანდი“ – გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3