პოეტური ფიგურა, სტილისტიკური ხერხი, როცა წინადადებაში გამოტოვებულია ერთი ან რამდენიმე სიტყვა (რომელიც ჩვეულებრივ, ნაგულისხმებია კონტექსტით, ან სამეტყველო სიტუაციით), ფართოდაა გავრცელებული როგორც ზეპირ საუბარში, ისე მხატვრულ მეტყველებაში. მაგ: „სიკვდილსა გლოვა უხდება/ მკვდარ ძმას ტირილი დისაო/ ტყესა ხარ-ირმისა ნაც. რენი / ზოგ დროს ყმუილი მგლისაო./ ვაჟკაცსა ომში სიკვდილი ხელმა ნატეხი ხმლისაო,/ომს ლხინი გამარჯვებულთა და დამარცხება მტრისაო“ (ვაჟა) ელიფსისი შეიძლება იყოს პროზაულიც აქ მხრივ საინტერესოა კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“:
- „რა იქნებოდა უვარსკვლავოდ ცათა სილურჯე, რა იქნებოდა უჯიხვებოდ კავკასიონი? შავი არაგვი - უკალმახო, ქარი უსუნთქო. გველი უშმხამო, თევზი უუხო, მგელი უკბილო, ძროხა უცურო, ჯიხვი ურქო და ორბი უფრთო, ვეფხი უქანგო, დღე უსინათლო, მზე უსხივო, ხმალი უვადო, ხევსური ფარხმალაყრილი?“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3