ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა,რომელიც მოაწყვეს კათოლიკებმა პარიზში წმ. ბართოლომეს ღამეს 1572 წლის 24 აგვისტოს. „ბართლომეს ღამე მეტაფორული გამოთქმაა,რომელიც წმინდა ბართლომედან მოდის და ნიშნავს საშინელ წამებას: ქრისტესერთ-ერთ მოციქულს ბართლომე ნათანელს გადმოცემის მიხედვით ცოცხლად გახადეს ტყავი (ბიბლიის მეგზური – თბ.1995). ბ.ღ. იქცა რელიგიური ფანატიზმის და მუხანათობის სიმბოლოდ.
- „დაიწყო ბართლომეს ღამე, –თქვა ბაბუამ და თავი ჩაქინდრა.“(„ძალლი“ ნ. დუმბ.) 15 საუკუნე გიკლავდა დღეისს ქალაქი ფენიქსო ყრუ ღამეები ვართოლომეის.“(„15 საუკუნე“ გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3