ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჩ ეჯ
ეპა ეპი ეპო

ეპითეტი

  1. ბერძნ.
    ზედდართული, დამატებული.მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება, საგნისა და მოვლენის თვისების ემოციური წარმოსახვა. ეპითეტი მხატვრული სამკაულია, საგნისა და მოვლენის პოეტური ჩვენებაა, მისთვის ნიშანდობლივია სურათოვნება, ხატოვნება. გრამატიკულად ეპითეტი ზედსართავი სახელია. მაგ. ანკარა წყალი, მშვენიერი დილა, ფირუზი ცა, ობოლი მარგალიტი და სხვა, მაგრამ შეიძლება მეტყველების სხვა ნაწილითაც გამოისახოს. ეპითეტი გამოსახავს მწერლის დამოკიდებულებას გმირთან. ეს დამოკიდებულება კი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი: ა) მაქებარი, ამამაღლებელი. ბ) მაძაგებელი, დამამცირებელი.
     
    „თამარ წყნარი, შესაწყნარი, სმა ნარნარი პირმცინარი“ (ჩახრუხაძე).
  2.  
    „სასაცილო რამ იყო ეს ლამაზისეული: ერთი რაღაც უშნოდ ჩასუქებული, ჯმუხი, ჭუჭყიანი“ („კაცია-ადამიანი?!“ ილ. ჭავჭ.).
    წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9