ძვ. ბერძნულ მითოლოგიაში თავდაპირველად სიმღერის, მოგვიანებით კი პოეზიის, ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველი ქალღმერთები. ასახელებენ 9 მ.-ს: კლიოს (ისტორიის), მელპომენეს (ტრაგედიის), თალიას (კომედიის), ევტერპეს (მუსიკის, ფლეიტის), ტერფსიქორას (ცეკვის), კალიობეს (ეპიკური პოეზიის), ურანიას (ასტრონომიის), ერატოს (სატრფიალო პოეზიის), პოლიჰიმნიას (ჰიმნის, მიმიკის) და მათ ზევსისა და მნემოსინეს (მესსიერების) ასულებად მიიჩნევენ. მ. მონადიმე ღმერთებს სიმღერით ატკბობდნენ. მ.-ის კულტი მთელ საბერძნეთში იყო გავრცელებული. მათდამი მიძღვნილ ტაძრებს მუსეიონები, მუზეუმები(მუზებისათვის განკუთვნილი ადგილი, მუზების ტაძარი0 ეწოდებოდა. პლასტიკურ ხელოვნებაში მ.-ს გამოსახავდნენ როგორც ახალგაზრდა ქალებს, რომელთაც დახვეწილი, ზეშთაგონებული სახეები აქვთ. მ.-ის სახეებს ვხედავთ ს. ბოტიჩელი, ჯ. ტინტორეტოს და სსვათა შემოქმედებაში.