ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჩ ეჯ
ერა ერგ ერდ ერე ერი ერკ ერო ერუ ერქ

ერეკლე I

ნაზარალი–ხანი, ქართლის მეფე 1600-1703 წლებში, თეიმურაზ I-ის ძის დავითის შვილი. ერეკლე I სიყმაწვილიდან რუსეთის სამეფო კარზე იყო და ცნობილია ნიკოლოზის სახელწოდებით. 1662 წ. საქართველოში ჩამოვიდა ღა კახეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1674 წ. ირანის შაჰის მოთხოვნით ირანში გაემგზავრა. კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა მას გამაჰმადიანება მოსთხოვა. მ. | ერთხანს უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მიიღო და ნაზარალი-ხანის სახელით შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. გადაყენებული მეფე გიორგი XI იძულებული გახდა იმერეთს გადახვეწილიყო. ბოლოს გიორგი XI მ ირანის შაჰის ნდობა მოიპოვა და 1703 წ. შაჰმა მას ქართლის სამეფო დაუმტკიცა, ხოლო ე. I კახეთის მეფედ გამოაცხადა. მაგრამ შაჰმა იგი ირანს მიიწვია, ხოლო კახეთის მეფედ მისი ძე დავითი გამოგზავნა. ერეკლე I ირან–ში დარჩა და იქ გარდაიცვალა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9