1720-1790 წწ. კახეთის, 1762-1796 წ წ. ქართლკახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. მ. I აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი თამარი ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა თეიმურაზ II კახთა მეფის დავით II-ის (იმამ-ყული-ხანი) ძვ. 1744 წ.თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ე. II კი კახეთში. XVIII ს. 40-იანი წ. წ. მიწურულისათვის ნომინალურად ირანის ვასალი ქართლ-კახეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ე. II-მ და თეიმურაზ II-მ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ თბილისი ირანელებისგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუკავშირეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები. თეიმურაზ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (II82) ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. ე. II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის) დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები. გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით, იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის. გამოსცა კანონი (1765), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა, შექმნა და გაამრავლა თავისუფალი მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა, შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი. აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770). აკრძალა ოსმალ-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ ყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა, დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცებს წინააღმდეგ საბრძოლველად. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად, ე. II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობისა და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქროვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები; მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა, XVIII ს. 80-იანი წლებიდან ე. II-ის სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა რუსეთს, გაფორმდა 1783 წ. რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატი (გეორგიევსკის ტრაქტატი). ე. II-ს მიაჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომ წინსვლას, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვალა, დიდი სახელმწიფოები კვლავ გაერთიანდნენ და დაიწყეს ბრძოლა ამიერკავკასიის დასაუფლებლად. გამწვავდა მდგომარეობა ქვეყნის შიგნითაც. ერთმანეთს ექიშპებოდნენ ფეოდალები, სამეფო კარზე გაჩაღდა ინტრიგები მრავალრიცხოვანმა ბატონიშვილებმა დაარღვიეს სამეფო დომენის მთლიანობა, ყველაფერი ეს კი გადაულახავ სიძნელედ გადაეღობა ქვეყნის განახლება-გაძლიერების გეგმებს, რომელიც ე. II-ს ჰქონდა. ამას ზედ დაერთო ირანელთა შემოსევა და თბილისის აოხრება 1795 წ. (კრწანისის ბრძოლა). ე. II-მ დიდი კვალი გაავლო ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას სიყვარულით „პატარა კახი“ უწოდა. ე. II-ის პიროვნება, მისი საქმეები ფართოდ აისახა ქართველი ხალხის შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3