ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჩ ეჯ
ერა ერგ ერდ ერე ერი ერკ ერო ერუ ერქ

ერისთავი

„ერი“ ხალხი, ჯარი და „თავი“ უფროსი, გამგებელი, სახელმწიფო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ძვ. საქართველოში. ე. სათავეში ედგა სა-ე.-ო ქვეყნის ფეოდალურ იერარქიას, ის იყო პატრონი სიუზერენი, რომელსაც ექვემდებარებოდნენ ყმა-ვასალი აზნაურები მე. იყო უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფალი სა-ე.-ოში, სა-ე.-ო ჯარის სარდალი. მას ჰქონდა სასამართლო ხელისუფლება, ჰკრებდა სახელმწიფო გამოსაღებებს და სა-ე.-ო გადასახადს. მას ჰქონდა საკუთარი კარი, ხელისუფლების ინსიგნიები (დროშა, ბეჭედი, საყურე, განსაკუთრებული სამოსელი). ისევე, როგორც ყველა დიდ ფეოდალს, ე.-საც ჰქონდა საგვარეულო მონასტერი და თავისი ციხე-დარბაზი. ე.-ებად საგანგებო ცერემონიალით აკურთხებდნენ ხოლმე,.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9