(1747-1890) (ქ. მწ.) დრამატურგი, პოეტი, პუბლიცისტი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გ. ერისთავის შვილი. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, პეტერბურგის სამკურნალო აკადემიაში, იმოგზაურა ევროპაში და 1871 წელს სამშობლოში დაბრუნდა, ეწეოდა კრიტიკულ-პუბლიცისტურ საქმიანობას. სახელი გაუთქვა დრამამ „სამშობლო, რომელიც 1822 წ. დაიდგა ქართულ სცენაზე. ავტორმა ფრანგი დრამატურგის სარდუს დრამა „ფლანდრია“ ქართულ ნიადაგზე გაშლით სრულიად გააორიგინალურა. დრამის მთავარი დედააზრია სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის გრძნობა. მის პირველ დადგმას შეურაცხმყოფელი წერილით გამოეხმაურა იმდროინდელი შავრაზმული პრესა, რამაც კანონიერად აღაშფოთა ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები. ი. ჭავჭავაძეს „დროებაში“ მოათავსა ცნობილი წერილი „კატკოვის პასუხად.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3