ძველბერძნული ღმერთი სიყვარულისა პენიას და პოროსის ვაჟი. რომაელთა ამური, კუპიდონიოქროს ფრთოსანი ლამაზი ბიჭუნა, სიყვარულის ძველი ღვთაება, სამყაროს საწყისი, ბუნების შემოქმედებითი ძალების ღმერთი, ქაოსისა და ურანოსის, ან ქაოსისა და გეას, თუ კრონოსის შვილი; ან კიდევ ზევსისა და აფროდიტეს, ზეფირისა და ირიდას, არესისა და აფროდიტეს ძე. ამ ვერსიების სიმრავლეშიც კი ერთგვარი დაფარული სიბრძნეა ჩაქსოვილი; თითქმის ყველა რანგისა და ხასიათის ღმერთები ჩაურევიათ ბერძნებს სიყვარულის ღმერთის შექმნაში, რადგან სიყვარული საყოველთაო უზენაესი მადლია, რაც აკავშირებს, იმონებს და ახალისებს ციურ და მიწიერ ძალებს. თეოგონიაში ეროსი პირველი აქტიური შემოქმედი ძალაა. ძველია ეროსი, როგორც თვით სიცოცხლე.
- „შურით აღვსილი ეროსი ფაფარში მისწვდენოდა ცხენების რემას.“
- „მოუთმენელი გახდა არსაკიძე როგორც ეროსი სულწასული დედისა და უჯიათი მამისაგან წარმოშობილი“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3