ბიბლიური წინასწარმეტყველი. მისი ბაგეები ღვთის სიტყვებით მეტყველებდნენ. მისი წინასწარმეტყველებანი იუდას ხალხს უმძიმესი დრო-ჟამის გადატანაში შველოდა. იგი ამბობდა: ებრაელებს თავისი ურჩობის გამო მრავალი ტანჯვა-წამების გადატანა მოუწევთ, მაგრამ დადგება დღე, როცა ღმერთი გაანადგურებს მათ მტრებს და თავის ხალხს ტყვეობიდან გამოიხსნისო. ესაიამ იწინასწარმეტყველა აგრეთვე მესიის მოსვლა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3