ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაჩ ბაც ბახ ბაჯ

ბაროკო

იტალ. ღვლარჭნილი
ევროპის ხელოვნების სტილი. წარმოიშვა XVI ს. I ნახევარში და XVIII ს. შუა წლებამდე ბატონობდა (განსაკუთრებით არქიტექტურაში). იგი გამოირჩევა დეკორატიული წვრილმანების სიჭარბით. ბ.-ს თვისებებია: გრანდიოზულობა, ჰიპერბოლურობა, დინამიკურობა. ხშირად მრუდხაზოვანი და უცნაური მოხაზულობისაა შენობის გეგმაც. ქანდაკებები დინამიკურია, თითქოს საყრდენს მოკლებულია. მხატვრობაში ხშირია სურათების დიაგონალური კომპოზიციები. გრანდიოზული სანახაობა რომ შექმნას, ბ. ხშირად მიმართავს ქანდაკებისა და მხატვრობის სინთეზს. საერო შენობები, საეკლესიო ხუროთმოძღვრება, სათეატრო დარბაზების პომპეზური ინტერიერი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხუროთმოძღვრულ ანსამბლებს (ქუჩები, მოედნები, ბაღ-პარკების არქიტექტურა, კიბეები, შადრევნები, კასკადები) მხატვრობასა და ქანდაკებაში მთავარია მითოლოგიურ-რელიგიური, ალეგორიული სიუჟეტები, საზეიმო პორტრეტი, რომელშიც ხაზგასმულია გამოხატული პირის პრივილეგირებული საზოგადოებრივი მდგომარეობა. ხელოვნების საგნად ბ. მხოლოდ „მაღალ თემებს მიიჩნევს, ხოლო საყოფაცხოვრებო ჟანრს უღირსად თვლის.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9