(1872-1967)ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სემინარია, ყაზანის სასულიერო აკადემია, პედაგოგად მუშაობდა სიმფეროპოლის სას. სემინარიაში, თბილისის სხვადასხვა სკოლაში, ცხინვალისა და გორის პედ. ინსტიტუტებში. 1894 წ.-დან მისი წერილები სისტემატურად იბეჭდებოდა იმდროინდელ პრესაში. ვ.-ს მონოგრაფიები, ლიტ. კრიტ. წერილები და ნარკვევები ეხება ცურტაველის, ჩახრუხაძის, რუსთაველის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, რ. ერისთავის, ვაჟა-ფშაველას და სხვა ქართველი მწერლების შემოქმედებას. მასვე ეკუთვნის სახელმძღვანელო „სიტყვების თეორია,“ 'მემუარული ჟანრის „მოგონებები“ და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3