მდებარეობს ოლთისის სამხრეთით, არაქსის სათავეებთან. სომხეთის სამეფოს დაქცევამდის ეს მხარე ეპყრა ქართველ ბაგრატიონებს (დავით კურაპალატმა ბიზანტიას გადასცა იგი). 979 წელს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბასილი II კეისარმა დავით III დიდ კუროპალატს სამხრეთ ბ. და ზემო ქვეყნები უბოძა. ბასიანში დაარსდა ქართული საეპისკოპოსოები. ბიზანტიურ წყაროებში ბ. იბერიად მოიხსენიება, ხოლო მისი მკვიდრნი იბერებად. 1001 წელს ბ. ბიზანტიამ მიიტაცა. გიორგი I-ის (1014-1027 წწ.) ცდა, შემოეერთებინა ბ. უშედეგოდ დამთავრდა. ბიზანტიის იმპერიამ შეინარჩუნა სადავო ბ. მის გასათავისუფლებლად იბრძოლა დავით აღმაშენებელი. XII ს-ში ბ. საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებშია. აქ ილაშქრა გიორგი III-მ თურქთა თარეშის აღკვეთის მიზნით, ხოლო შემდეგ თამარმა. 1203 წელს აქ სასტიკად დაამარცხეს რუმის სულთანი და მისი მოკავშირეები. XI ს-ის II ნახევრიღან ბ. სამცხე-საათაბაგოს ეკუთვნოდა ჯაყელთა სახასოს შეადგენდა. „
- ბასიანის ომიდან უვნებლად გამობრუნებულმა მეფე გიორგიმ კათალიკოსი გაუგზავნა ბასილს („დიდოსტატის მარჯვენა კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3