(1675-1737) (ქ. მწ) სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მწიგნობარი, განმანათლებელი. აღიზარდა მდიდარ კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციების სამეფო კარზე მის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც ცოდნის სიყვარულთან ერთად მოქალაქეობრივ იდეებს უნერგავდა. ვახტანგის პოლიტიკური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ქართლის გამგებლად (ჯინიშინად) ყოფნის პერიოდი (1704-17I2) ამ ხანში ქართლი პოლიტიკური, და კულტურული ცხოვრების გზაზე შესამჩნევად დაწინაურდა. სწორედ ამ პერიოდში (1709) ვახტანგის უშუალო თაოსნობით დაარსდა პირველი ქართული სტამბა და ამ სტამბაში დაიბეჭდა პირველად „ვეფხისტყაოსანი“ და სასულიერო მწერლობის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. ქართლის გამგებლად ყოფნის დროს ჩაუდგა ვახტანგი სათავეში „ქართლის ცხოვრების“ ახალი რედაქციის შედგენის საქმეს; სწავლულ კაცთა კომისიამ ქართულ და უცხო საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა ახალი საუკუნეების (XIV-XVII სს.) ისტორია და შეიმუშავა „ქართლის ცხოვრების“ ახალი რედაქცია. ვახტანგმა კანონთა კრებული, დაწერა სამართლის წიგნი, „დასტურლამალი“, მაგრამ მის მოღვაწეობას გზა გადაუღობა ირანის შაჰმა, ჯანიშინობის დროს შეადგინა შექმნა ცნობილი სპარსეთში დაიბარა, რჯულის გამოცვლა მოსთხოვა და უარის გამო ქირმანს გადაასახლა. 1719 წელს ქართლში დაბრუნებულმა განაგრძო ადრე დაწყებული საქმიანობა, მაგრამ წარმატების მიღწევა ძალზედ ჭირდა. მრავალმხრივი და ნაყოფიერია ვახტანგის სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა. მან დაუდო სათავე რუსთველოლოგიას. „ვეფხისტყაოსნის“ 600-მდე სტროფის ვახტანგისეულ კომენტარებში აღძრულია რუსთველოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემები. ვახტანგმა თავისი სიტყვა თქვა ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარების საქმეში. იგი უშუალო მონაწილეობას იღებდა სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ საბოლოო სრულყოფაში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3