ბასილი II ბულგართმმუსრველი, ბიზანტიის იმპერატორ რომან მეორის და მიკიტნის ქალის ანასტაზო ფეოფანეს ვაჟი. ბიზანტიის იმპერატორი 958 წლიდან. მას საფრთხე შეუქმნა სამხედრო ფეოდალურმა არისტოკრატიამ ბარდა სკლიაროსის მეთაურობით. აჯანყების ჩაქრობაში ბიზანტიას დავით კურაპალატი დაეხმარა ქართველთა 12-ათასიანი ჯარით, რომელსაც იოვანე-თორნიკე ერისთავი სარდლობდა. სამაგიეროდ ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ 979 წ. დავითს ვრცელი სამფლობელო უბოძა. X ს. 80 ანი წლების ბოლოს ბასილი I-ს კვლავ აუჯანყდნენ მსხვილი ფეოდალები ფოკა ბარდას მეთაურობით. ამჯერად დავით კურაპალატი აჯანყებულებს მიემხრო. დავითის გარდაცვალების შემდეგ მოღონიერებულმა ბასილი II -ე დაიპყრო ტაო და ტერიტორიაზე ძლიერი სასაზღვრო ციხე-სიმაგრეები დააარსა. დიდ წარმატებას მიაღწია მან არაბების წინააღმდეგ ბრძოლაშიც. საბოლოოდ დაიმორჩილა ბულგარელებიც. ბულგარეთში ჩადენილი სისასტიკის გამო შეარქვეს ბულგართმმუსრველი. 15 ათას ბულგარელს თვალები დასთხარა ცეტინიუმთან.
- „ბაგრატ მესამეს ახლად მიღებული ჰქონდა კურაპალატის ხარისხი, ამაზედაც ერთგულებდა ბასილი კეისარს („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3