(1528-1588) (ქსე) (ნამდვილი გვარი კალიარი) ვენეციელი ფერმწერი გვიანდელი აღორძინების წარმომადგენელი. კარგად შეისწავლა მიქელანჯელოს ნახატები, რაფაელისა და კორეჯოს კომპოზიციები, ტიციანის მიღწევები კოლორიტის დარგში. 150-იან წწ. ჩამოყალიბდა ვ.-ს დამოუკიდებელი მხატვრული სტილი, რომელსაც ახასიათებს ნახატის არისტოკრატიზმი და სხივიანი ვერცხლისფერი ტონით გამსჭვალული სუფთა ფერების შეხამება. მ. ძირითადად მონუმენტურ-დეკორაციული ფერწერის ჟანრში მუშაობდა. ვენეციის საერო და საკულტო შენობების კედლებსა და პლაფონებს ამშვენებს მისი დიდი ზომის მრავალფიგურიანი კომპოზიციები რომლებიც ხშირად ვენეციის რესპუბლიკის დიდების და სამხედრო ტრიუმფებისადმია მიძღვნილი. მისი ნამუშევრებია: ქორწილი კანაში, „მოგვთა თაყვანისცემა,“ „მადონა ყრმასთან და წმინდანებთან ერთად,“ „ქრისტეს დატირება“ და სხვა. „წყვილი ცხენები, ეტლი სწრაფ, ზრუნვა მზიანი, რაღაც სხვაგვარი. მოსვლა ფერების: „ვერონეზე და ტიციანი და ნიაღვარი“ („არდაბრუნება“ - გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3