ვა ვე ვი ვლ ვნ ვო ვრ ვუ
ვეზ ვენ ვერ ვეტ ვექ ვეძ

ვერლენი პოლ

ფრანგი პოეტი, სიმბოლიზმის წარმომადგენელი, განათლებით იურისტი. პირველივე ლექსში „ბატონი პრუდომი“ უკვე შეინიშნებოდა ბურჟუაზიული ცხოვრებისადმი სიძულვილი, რამაც განაპირობა ბოჰემური ცხოვრებისადმი სწრაფვა. ვ-ს შემოქმედება ჩამოყალიბდა პარნასელთა ესთეტიკის, რომანტიზმისა და განსაკუთრებით შ. ბოდლერის გავლენით. განსაკუთრებით გამოირჩევა კრებული „წმინდა სიყვარულის წიგნი, „უსიტყვო რომანსები.“ მან არტურ რემბოსა და მალარმესთან ერთად დაიწყო სიმბოლისტური პერიოდი ფრანგულენოვან ლიტერატურაში მისი ლექსი „პოეტური ხელოვნება“ სიმბოლიზმის მანიფესტად იქნა აღიარებული. ვ.-ის პოეზიას გამოძახილი ჰქონდა ქართველ ცისფერყანწელთა შემოქმედებაში ბ. იაშვილმა ერთ-ერთი სონეტი მიუძღვნა. მისი პოეზიით დაინტერესება შეიმჩნევა გ. ტაბიძესთან: „ხშირად ვიგონებ ვერლენს, როგორც დაღუპულ მამას („ჭიანურები“).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9