(1855-1916) (ქსე) დიდი ბელგიელი პოეტი, დრამატურგი და კრიტიკოსი. წარმოშობით ფლამანდიელი. წერდა ფრანგულ ენაზე, შედიოდა ლიტ-ულ წრეში „ახალგაზრდა ბელგია“. პირველ კრებულში „ფლამანდიელი ქალები“ (1803) აიდეალებს სოფლურ ყოფას, ფიზიკურ ძალას, საღ აზროვნებას, ადამიანის შერწყმას ბუნებასთან. მეორე კრებულში „ბერები“ (1806) გამოვლინდა მისი მტრული დამოკიდებულება რელიგიური ფანატიზმისადმი, პოეტურ ტრილოგიაში „საღამოები“, „მარცხი“, „შავი ჩირაღდნები” – ქალაქის ცხოვრება აყვანილია ღრმა სოც. ფსიქოლოგიურ სიმბოლომდე, მასში გამოჩნდა პოეტის სულიერი კრიზისი, არარაობის სიცარიელის ყოფნას აბსურდულობის მძაფრი შეგრძნება სიკვდილის ნგრევის, ხრწნის მოტივები. ამავე პერიოდში პოეტმა შექმნა ღრმა ლირიზმით აღბეჭდილი ლექსების ციკლი „ადამიანი საათები“, „ნაშუადღევის საათები“, „საღამო ჟამის საათები“. 90-იან წლებში დაინტერესდა სოციალური პრობლემებით, რაზაც იგი გაათავისუფლა ღრმა პესიმიზმისაგან. ამის შემდეგ შეიქმნა ლექსთა კრებულები: „მინდვრები ბოდავენ“, „ქალაქი რვაფეხა“ და დრამა „ალიონი“. ვერჰარნი ფრანგულენოვან პოეზიაში თავისუფალი ლექსის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3