გამაწბილებელი სასჯელის სახეობა ძვ. საქართველოში. წყაროებში იხსენიება V ს.-დან. დამნაშავის ვ. შ. და საჯაროდ ტარება მძიმე სასჯელად ითვლებოდა. მისი მიზანი იყო დამნაშავისათვის მორალური ტანჯვის მიყენება. ასე სჯიდნენ პირველ ყოვლისა გაბატონებული ზნეობის დამრღვევთო - მრუშებს, ავხორცებს და მუცლის მოშლაში მხილებულთ; აგრეთვე ხელმწიფის საწინააღმდეგო შეთქმულების მონაწილეებს. ვ. შ.-ს საჯაროდ XX ს.-მდე იყენებდნენ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3