დიდმარხვის ბოლო კვირა. აღდგომის წინა სადღესასწაულო დღეები, რომელთაც ეკლესიის მარხვით აღნიშნავს ქრისტეს ვნების (ტანჯვის) მოსაგონებლად. ეკლესია დაბეჯითებით ამტკიცებს იმ დღეებში მარხვის აუცილებლობას (დიდი ორშაბათი, როცა იესომ დაწყევლა უნაყოფო ლეღვი; დიდი სამშაბათი ტაძარში ახალი მოძღვრება იქადაგა: დიდი ოთხშაბათი, როცა მოწაფეებმა სერო მოუწყვეს; დიდი ხუთშაბათი, როცა თვითონ გაუმართა მოციქულებს სერობა, ამხილა იუდა და დაადგინა ზიარების საიდუმლო; დიდი პარასკევი, როცა აწამეს; დიდი შაბათი, როცა დაკრძალეს.) „აგონდება ფარსმანს მხიარული ლამპრობა ვნების კვირაში“ („დიდოსტატის მარჯვენა“ - კ გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3