(1782-1856) (ქსე) თავადი, რუსი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ ფელდმარშალი. 1844-54 წ.წ. კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი, კავკასიაში მთავარსარდლობის დროს ვ. ერთდროულად ემსახურებოდა კავკასიის კოლონიზაციისა და იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა მოქნილად, მეთოდურად, უპირატესად კულტურული ღონისძიებებით. მის დროს აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, თავადაზნაურთა შვილებს გზავნიდა რუსეთის სასწავლებლებში. მ. მეფის უერთგულესი მსახური იყო. სხვა მოხელეთაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და გარკვეული ლიბერალიზმით. „მეფისნაცვლის თანამდებობაზე იმპერატორმა 1844 წელს დანიშნა მოხელე მიხეილ ვორონცოვი“ (სასკ. სახ.- ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3