რუსი ფერმწერი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. მოიარა ევროპა. იგი მიმართავდა შუა საუკუნეების ეპოქის რომანტიკას, ანტიკურ მითოლოგიასა და რუსულ ზღაპრებს. ახასიათებდა შემოქმედების მრავალფეროვნება, ამაღლებული რომანტიკული სტილისა და ეროვნული ფორმების ძიება. მის ნამუშევრებში ვლინდება მოდერნის სტილი: „ფაუსტი“, „დილა,“ „შანი” „შეღამება“ „იასამანი. საეკლესიო თემაზე აქვს ხატები „სულიწმინდის მოფენა.“ შექმნა ლერმონტოვის ნაწარმოებების ილუსტრაციები, ვ. ბრიუსოვის პორტრეტი. 1900 წ.- დან მისი შემოქმედება იძენს ტრაგიკულ ხასიათს. იზრდება მსოფლშეგრძნების დრამატიზმი და ფორმათა ექსპრესია 1902 წ. სულიერად დაავადდა და დაბრმავდა.
- „არც კი გიცნობდი, არც კი მენახე/ ისე გხატავდა თამარს ვრუბელი („ანანურთან“ -ტ. ტაბ).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3