გამოსახვის სტილისტიკური ხერხი, რომელიც შეიცავს უხეშ სიტყვებს, არალიტერატურულ გამოთქმებს. ლიტერატურაში იხმარება დახასიათების სიმახვილისათვის, პერსონაჟის მეტყველების კულტურის დასაცავად.
- მაგ. „აი, მეხი კი დაგაყარე მაგ ქეციან თავზე, შე ოყრაყო... რისთვის გასხია ხელ-ფეხი მაგ მუტრუკ ტანზედ“ („ოთარაანთ ქვრივი“ - ი. ჭავჭ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3