უმეფობის ხანაში ფაქტიურად განაგებდა კახეთს. 1633-1660 როსტომ მეფისა და თეიმურაზ I-ის ბრძოლის დროს ზაალი თეიმურაზ I-ის მხარეზე იყო. თეიმურაზის დამარცხების შემდეგ როსტომს შეურიგდა და ირანის შაჰისაგან საერისთავო დაიმტკიცა ზაალი იყო კახეთის 1659 წ. ანტიტირანული სახალხო აჯანყების საერთო ხელმძღვანელი. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ეურჩებოდა ქართლის მეფეს ვახტანგ V-ს, რომლის წაქეზებითაც მოკლეს საკუთარმა ძმისწულებმა.
- „მეორე დილით ადრე გამოსულიყო ზაალ აივანზე და ქალებს გადაჰყურებდა“ („ბაში-აჩუკი“ აკ. წერ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3