ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაჩ ბაც ბახ ბაჯ

ბატალური ჟანრი, სცენა

სახვითი ხელოვნების ჟანრი, ასახავს ომსა და სამხედრო ცხოვრებას. მთავარი ადგილი უჭირავს ბრძოლის სცენებს (აკ. წერეთლის „თორნიკე ერისთავში ბრძოლა მდინარე პალისის პირას); ბ. შ. გამოყენებულია „ვეფხისტყაოსანში“, „ბაში-აჩუკში“, „ელგუჯაში“, „ხევისბერ გოჩაში. მისი მიზანია გადმოსცეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი მომენტი, ბრძოლის პათოსი, მებრძოლთა გმირობა, გახსნას საომარი მოვლენის ისტორიული არსი. ბ. შ. უმეტესად სახვითი ხელოვნებისათვის არის დამახასიათებელი. ქართველ ბატალისტთა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გიგო გაბაშვილის „ხევსურთ ბრძოლა“, „შატილის დაცვა“, სიდამონ „ერისთავის „კრწანისის ბრძოლა“, „გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლის შემდეგ."
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9