ზა ზე ზვ ზი ზმ ზო ზუ ზღ
ზაა ზაბ ზად ზავ ზაზ ზათ ზაკ ზამ ზან ზარ ზატ ზაფ ზაჰ

ზანდუკელი მიხეილ (ქსე)

(1889-1968) ქართველი პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტ-ფილ. ფაკ.-ი (1913). თბილისში მასწავლებლობდა; ლექციებს კითხულობდა თსუ-სა და პუშკინის სახ. პედ. ინსტიტუტში, ქუთაისისა. და თელავის პედ. ინსტიტუტებში. ზ-ს დიდი წვლილი მიუძღვის XX ს ქართული ლიტერატურის შესწავლისა და სისტემატიზაციის საქმეში. მისი სამტომიანი ნაშრომი „ახალი ქართული ლიტერატურა“ რამდენჯერმე გამოიცა. აღსანიშნავია ზ-ის გამოკვლევები: „რომანტიზმი ქართულ ლიტერატურაში,“ „თერგდალეულები და ხალხოსნები ქართულ ლიტერატურაში,“ „ვაჟა-ფშაველა,“ „ილ. ჭავჭავაძის მხატვრული ოსტატობა,“ „შიო არაგვისპირელი,“ „ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9