სააბჯრო სახლი, საჭურვლის საცავი, სადაცა უმჯობესთა საუნჯეთა, კიდობანთა დასდებენ. (საბა)
- „ზარდახანის მოლარემ აღვირი მიართვა [მეფე გიორგის]“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
- არსენალი, სამხედრო საჭურვლის საწყობი სადაც ინახავდნენ სამხ. აღჭურვილობას, ცხენის აღკაზმულობას და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3