ზა ზე ზვ ზი ზმ ზო ზუ ზღ
ზაა ზაბ ზად ზავ ზაზ ზათ ზაკ ზამ ზან ზარ ზატ ზაფ ზაჰ

ზარზმის მონასტერი

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფ. ზარზმაში, ადიგენის რაიონში. დაუარსებია სერაპიონ ზარზმელს (VIII-IX ს.ს. რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. ადრინდელი შენობა, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ეხლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV ს. ზარზმის ტაძარი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ფასადთა მორთულობისა და ჩუქურთმების შესრულების მხრივ მაღალ დონეზე დგას. მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში.
 
„შენი დიდების მომღერალია ოშკი და ზარზმა“ („შენ ისე ღრმა ხარ“ ა. კალან.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9