ზა ზე ზვ ზი ზმ ზო ზუ ზღ
ზაა ზაბ ზად ზავ ზაზ ზათ ზაკ ზამ ზან ზარ ზატ ზაფ ზაჰ

ზარი

  1. სამგლოვიარო გუნდური სიმღერა-ტირილი. დაკრძალვის დღეს ჯერ ოჯახში და შემდეგ სასაფლაოზე ცალ-ცალკე ასრულებდნენ ქალები და მამაკაცები. გუნდის ერთ-ერთი წამყვანი იწყებდა უსიტყვო მოთქმას, ხოლო სხვები ბანს აყოლებდნენ. შორეული სოფლებიდან მოსულ ნათესავებს მოზარეთა საკუთარი გუნდი მოჰყავდათ, თან მიჰქონდათ დიდი კელაპტარი ან სიცოცხლის ხის სიმბოლო ყველაზე სრულად ზ. სვანეთის ეთნოგრაფიამ შემოგვინახა. წყაროებით დასტურდება ზ.-ით გლოვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში; მას ბანს, ან ზრუნს უწოდებდნენ.
     
    მაგ. სვიმონ ჩოფიკაშვილის დატირება ალ. ყაზბეგის „ელგუჯაში“, ესმას დატირება გ. წერეთლის „პირველ ნაბიჯში,“ ჭიაბერის დატირება (ზრუნი) „დიდოსტატის მარჯვენაში.“ „ძუძუმტეები ტირილითა და ზარით ეახლნენ ბორდოსანს“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
  2. შიში. „ზარი მევს შესაზარები“ (ვაჟა). (ქ. მწ.)
    წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9