(I770-1844) ერეკლე II-ის ძე. 1801 წ. საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ იბრძოდა მეფობის აღდგენისათვის და ეს ბრძოლა სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. 1001 წლიდან XIX ს-ის 30-იან წლებამდე იყო ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, თითქმის ყველა ღირსშესანიშნავი პოლიტიკური მოვლენის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი. „იქ მთიულები შეყრილიყვნენ ბატონიშვილის ალექსანდრეს თაოსნობით, რათა წინ აღდგომოდნენ რუსების მოძრაობას („ელგუჯა“ ა. ყაზბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3