ზა ზე ზვ ზი ზმ ზო ზუ ზღ
ზეგ ზედ ზევ ზეზ ზეთ ზენ ზეპ ზერ ზეს ზეფ

ზეთის კურთხევა

ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი საიდუმლო. მართლმადიდებლური ეკლესიის წესდებით ზეთით აკურთხებდნენ მძიმედ დაავადებულ მორწმუნეს. ნაკურთხ ზეთს ავადმყოფს წაცხებდნენ 7 სხვადასხვა ადგილას, რაც მორწმუნეთა წარმოდგენით განკურნავს მას და გაათავისუფლებს ცოდვებისაგან. ზ. კ.-სათვის იხმარება წითელღვინოგარეული ზეითუნის ზეთი. კათოლიკურ ეკლესიაში ზეთით აკურთხებენ მომაკვდავს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9