უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი. 1847 წ.–დან ცხოვრობს პეტერბურგში. 1658 წ.-დან საიმპერატორო“ კარის მხატვარია. 1881- 1882 წ.წ. ცხოვრობდა კავკასიაში. განსაკუთრებული წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკის დარგში. დაასურათა მ, ლერმონტოვის დემონი.“ 1801 წ. თბილისში ჩამოვიდა, სადაც მოწინავე ქართველი ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო „ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებზე მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14) „ვეფხისტყაოსნის“ საგამომცემლო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევარი (ამჟამად ინახება საქ. ხელოვნების მუზეუმში) მხატვარმა ქართველ ხალხს გადასცა უსასყიდლოდ. ზ.-ის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები თავის დროზე დიდი მხატვრული მოვლენა იყო. ზ.-მა ქართულ თემაზე კიდევ რამდენიმე ტილო შექმნა: „ქართველი ქალის პორტრეტი,“ „იკორთის მონასტერი.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3