ქართული ტერმინია. ზ. წარმოადგენს წინადადებაში სიტყვას, რომელიც შედგენილია ერთი სიტყვის ბოლო მარცვლებისა და მეორე მომდევნო სიტყვის პირველი მარცვლებისაგან. მიღებული იყო ძვ. საქ-მი სახუმაროდ, დროს სატარებლად, როგორც სახე მოსწრებული და მახვილი გამოთქმისა. ზმური იუმორი იდეურ მიზან-აზრსაც შეიცავდა. იმპროვიზაციული მეტყველების სახეც იყო და ითქმოდა ექსპრომტად. ზ. იყენებდნენ პოეტები ცენზურის თვალის ასახვევად.
- ასეთია მაგ. აკ. წერეთლის ლექსი „იმერული ნანინა“ – „ის რაც იყო, აღარ არის,/შეიცვლება დღეს თუ ხვალე,/ გზატკეცილი დაგიხვდება/ოიამას ვენაცვალე!“ (ოიამა იყო იაპონიის ჯარის მთავარსარდალი რუსეთ-იაპონიის ომის დროს), „მაღლით წვიმა მოდიოდა, ნაბადმა ვერ დამფარაო, დამასველა მან თავიდან ფესებამდე მასხარაო“ („თორნიკე ერისთავი“ აკ. წერ).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3