ზა ზე ზვ ზი ზმ ზო ზუ ზღ
ზოგ ზოდ ზოლ

ზოლა ემილ

(1840-1902) (ქსე) ფრანგი მწერალი, სიღარიბის გამო პარიზის ლიცეუმი ვერ დაამთავრა. ჯერრომანტიზმის გავლენას განიცდიდა („სასიყვარულო კომედია“), რომანები: „კლოდის აღსარება“, „გარდაცვლილის ანღერძი“, მარსელის საიდუმლოება“, მაგრამ ყველაზე მეტად ზოლა ლიტერატურის რეალისტურ ტრადიციებს მიჰყვებოდა ოღონდ ამ ტრადიციების თავისებურ განვითარებას მის თანამედროვე ეტაბზე იგი „ნატურალიზმს“ უწოდებდა (ეს ტერმინი მან პირველად რომან „ტერეზა რაკენის წინასიტყვაობაში იხმარა) ზოლა დიდად იყო დაინტერესებული დარვინიზმით. თავისი ნატურალიზმის თეორია ჩამოაყალიბა ნაშრომებში „ექსპერიმენტული რომანი,“„რომანისტ-ნატურალისტები“,„ნატურალიზმთეატრში“ და სხვა. მისი რომანები ღირსშესანიშნავი მოვლენაა ფრანგული რეალიზმის განვითარების გზაზე: „პარიზის სტომაქი“, „აბატ მერეს შეცოდება“, „ნანა“, „ქალთა ბედნიერება“, „მიწა, „ადამიანი-მხეცი“, „ფული“, ტრილოგია – „სამი ქალაქი“ ტეტრალოგია – „ოთხი სახარება“ და სხვ. ზოლას გავლენა განიცადა მსოფლიოს მრავალმა მწერალმა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9