(1861-1041) ინდოელი მწერალი და მოაზროვნე. აღსანიშნავია თ.-ის, როგორც რეჟისორის, მსახიობის, კომპოზიტორის მოღვაწეობა. 67 წლისა ხატვამ გაიტაცა: შექმნა 3000-ზე მეტი სურათი და ესკიზი. იყო ბრწყინვალე ორატორი და პუბლიცისტი. ეხმაურებოდა ინდოელთა ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. ავტორია პუბლიცისტური წერილების 20 ტომიანი კრებულისა. თ.-ის მემკვიდრეობა ძალზე მდიდარია. 14 წლისამ გამოაქვეყნა პირველი ლექსი. 1883 თ. გამოვიდა მისი პირველი რომანი „ბუნების შურისძიება; შემდეგ კრებული „მწუხრის საგალობლები,“ „ცისკრის საგალობლები” „სიმღერები და სურათები,“ „დიეზები და ბემოლები,“ „სატრფოს ხატება,“ „ოქროს ნავი.“ 1910 წ. გამოაქვეყნა „გიტანჯალი, რომლის თარგმანს ბენგალიურიდან ინგლისურ ენაზე ნობელის პრემია მიენიჭა.თ.- ის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3