პა პე პი პლ პო პრ პტ პუ პწ
პიგ პიე პიი პიკ პილ პინ პიო პირ პიტ პიქ

პირისსანახავი

საქორწინო საჩუქარი დედოფლისათვის ძვ. საქართველოში. პ. საპატარძლოს ქორწილში საჯაროდ გამოცხადებით მიერთმეოდა, რის შედეგადაც ეჯიბი მას ხმლის წვერით პირბადეს ახდიდა. ამას „დედოფლის პირის ახდა“ ეწოდებოდა. პ. ჩვეულებითი ასუ დაუწერელი სამართლებრივი ნორმებით წესრიგდებოდა. პ.-ს აძლევდნენ მამამთილი, დედამთილი, მძახლები და ქმრის სხვა ნათესავები (თვით ქმარიც). პ.-ად მიეცეოდა მოძრავი და უძრავი ქონება – სამკაული, ტანსაცმელი, მიწის ნაკვეთი და სხვ. „ჭოტები უბნობდნენ: „ქალის პატრონი ეუბნება: თუცა ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პირის სანახავად, არ მოგცემო“ („უსამართლო შირვანშა“ – ს. ს. ორბ“). პ.-ს თავზეგადასაგდებსაც (თავგადასაგდებს) უწოდებდნენ იმერეთში (ქართ. კ/თ ლ-ნი), ნ. ლორთქიფანიძის „თავსაფრიან დედაკაცში“ „მეფე-დედოფალს სუფრაზე ცხვირის წინ ულაგებდნენ თავზეგადასაგდებსს პატარა სარკეს, მოოქრულ სათითურს, ძეწკვს, თითბრის ტამტს, გერცხლის მანეთებს ღა ათშმაურიანებს, ქვიჯასაც და განგებ მოწვეული სოფლის მწერ- ალი სისწორისათვის ადგენდა სიას“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9